00:27 | 2021-10-05 ავტორი: თამარ გონგაძე

“აღარ არის კონცერტების დრო? – ნახეთ, რომელ ქვეყნებს სტუმრობს ბუბა კიკაბიძე, გასტროლებით

“აღარ არის კონცერტების დრო? – ნახეთ, რომელ ქვეყნებს სტუმრობს ბუბა კიკაბიძე, გასტროლებით

ბუბა კიკაბიძეს აქტიური საკონცერტო პერიოდი უდგას. მოიარა უკრაინა, შუააზია, მოლდოვა… აგვისტოში ბათუმში ჩანიშნული კონცერტი, ზაფხულში შექმნილი მძიმე კოვიდვითარების გამო გააუქმა. ახლა სამშობლოშია და თვის ბოლოს, ისევ უკრაინაში გასამგზავრებლად ემზადება.

 

83 წლის არტისტის უახლოეს გეგმაზე “პრაიმტაიმს” ბუბას გერი, მსახიობი მარინა საღარაძე ესაუბრა.

 

ზელენსკიმ ბუბა კიკაბიძეს იუბილე საჯაროდ მიულოცა - ნახეთ ვიდეო, როგორ გადაიკვეთა მათი გზები ზელენსკის გაპრეზიდენტებამდე
2021-07-19ზელენსკიმ ბუბა კიკაბიძეს იუბილე საჯაროდ მიულოცა - ნახეთ ვიდეო, როგორ გადაიკვეთა მათი გზები ზელენსკის გაპრეზიდენტებამდე

 

მარინა საღარაძე: – ბუბა კარგად არის. სხვადასხვა ქვეყნების ქალაქებში იყო კონცერტებით. გუშინწინ კიშინიოვიდან ჩამოვიდა და ახლა თბილისშია. თვის ბოლოს, 23 ოქტომბერს ოდესაში მიდის კონცერტზე. მანამდე შუა აზიაში იყო.

 

აღარ არის კონცერტების დრო? პანდემიის გამო, ორი წელი რომ სახლში დაჯდები…

 

ეს ის ადამიანია, რომელსაც სცენის და მაყურებლის გარეშე არსებობა, არ შეუძლია. როგორც კი ჩნდება კონცერტის საშუალება, ნამდვილად არ ამბობს უარს.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X