
„არჩევნების წინა დღეს ჩვენ ვიხილეთ გასაოცარი მასკარადი.“ – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გახარიას თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქართველოში შემოსვლა და დაკავება, ორი პოლიტიკური ძალის მიერ დაგეგმილი ერთობლივი ღონისძიება იყო.
„ეს იყო წარსულის ორი პოლიტიკური პარტიის მიერ დაგეგმილი ერთობლივი სპეცღონისძიება, რომლის მიზანიც იყო შეცდომაში შეეყვანათ ჩვენი ამომრჩევლები. ჩვენთვის ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ერთპიროვნული მმართველი იყო ამის დამგეგმავი და ვინ იყო ამ სცენარის ავტორი, მაგრამ შედეგი არის ისეთი, როგორიც არის.
სიმბოლურია, რომ ეს ყველაფერი მოხდა არჩევნებამდე სულ რამოდენიმე საათით ადრე. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ამ მასკარადის მოწყობით „ოცნებამ“ ფაქტობრივად გააცოცხლა „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის აქტუალურობა დაკარგული იყო.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.






















