11:38 | 2021-10-05 ავტორი: Prime Time

რა ხდებოდა 2019 წელს, როცა Facebook-ი 24 საათით გაითიშა

რა ხდებოდა 2019 წელს, როცა Facebook-ი 24 საათით გაითიშა

6 საათის განმავლობაში, მსოფლიო მასშტაბით Facebook-ის კუთვნილი აპლიკაციები, Facebook-ი, Messenger-ი და Instagram-ი მომხმარებლებისთვის მიუწვდომელი იყო.

 

ლონდონის ინტერნეტ მონიტორინგის ფირმის, NetBlocks-ის გამოთვლებით, Facebook-ის სერვისების შეფერხების გამო, შესაძლოა, მსოფლიო ეკონომიკამ 160 მილიონი დოლარით იზარალოს.

 

The firm’s Cost of Shutdown Tool (COST)-ის განცხადებით კი, მსოფლიო ეკონომიკას სოც ქსელების შეფერხება 1 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდება.

 

 

რამ გამოიწვია სოც ქსელების შეფერება

 

Facebook-ის განცხადებით, გათიშვის მიზეზი ქსელური პრობლემა იყო.

 

„ქსელური ტრაფიკის შეფერხებამ მონაცემთა ცენტრების კომუნიკაციასა და იმ პროგრამებზე იქონია ზეგავლენა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. ამიტომ პრობლემის დიაგნოსტირებამ და მისმა გამოსწორებამ დიდი დრო წაიღო და ჩვენი მომსახურებაც დროებით შეაჩერა“, – აცხადებენ კომპანიაში.

 

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ყველაფერს მომხმარებლების მონაცემებზე გავლენა არ ჰქონია.

 

მარკ ცუკერბერგის ბოდიში

 

მარკ ცუკერბერგმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიში მოუხადა:

 

„ფეისბუქი“, „ინსტაგრამი“, „ვოთსაპი“ და „მესენჯერი“ ბრუნდება. ბოდიშს გიხდით დღევანდელი შეფერხებისთვის – მე ვიცი, თუ რამდენად ენდობით ჩვენს მომსახურებას იმისთვის, რომ დარჩეთ დაკავშირებული ადამიანებთან, რომლებზეც ზრუნავთ”.

 

2019 წლის შეფერხება

 

აღსანიშნავია, რომ ეს 2019 წლის შემდეგ ამ სოციალური ქსელის ყველაზე ხანგრძლივი შეფერხება იყო. მაშინ Facebook-ი მსოფლიო მასშტაბით მომხმარებლებისთვის 24 საათის განმავლობაში იყო მიუწვდომელი.

 

მაშინ კომპანიამ შეფერხების მიზეზად ინტერნეტ-ინფრასტრუქტურაში მიმდინარე ცვლილებები დაასახელა. Facebook-ი აცხადებდა, რომ ამ ყველაფერმა მონაცემთა ცენტრებს შორის მუშაობა შეაჩერა და ამიტომ ყველა პლატფორმა ერთდროულად გაითიშა.

 

ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X