
იაპონიაში გამოვლინდა მანამდე უცნობი ვირუსი, რომელიც ადამიანზე ტკიპადან გადადის და მწვავე ცხელებას იწვევს. ინფორმაციას Nature Communications ავრცელებს.
ინფექცია შვიდ პაციენტს დაუდასტურდა. შემთხვევები 2014 წლიდან 2020 წლამდე დაფიქსირდა. ინფექციის სიმპტომები ცხელება და სისხლში თრომბოციტებისა და ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება იყო. ინფიცირებულთაგან არავინ გარდაცვლილა.
მეცნიერებმა ვირუსს იეზო (YEZV) უწოდეს.
ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები
- 39 ქვეყნიდან მოქალაქეები აშშ-ში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ – ნახეთ, არის თუ არა საქართველო ამ სიაში























