
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების შემდეგ რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. სააკაშვილს ადვოკატები დღესაც მოინახულებენ.
მიხეილ სააკაშვილს, შესაძლოა, საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით ახალი ბრალდება წარუდგინონ.
ამასთან დაკავშირებით ადვოკატებიც საუბრობენ და ამბობენ, რომ ბრალდება აბსურდულია.
„ვისაუბრებთ მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. სასაცილოა ეს ამბავი, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს წარუდგინო ბრალი იმაზე, თუ რატომ შემოვიდა საქართველოში. ამ მიმართულებით პროკურატურას ჯერჯერობით არ გადაუდგამს ნაბიჯები, თუ გადაწყვეტენ, ბუნებრივია ჩვენ ამ პროცედურას დავესწრებით, მაგრამ შინაარსობრივად ამ თემის შეფასებაში ვერც შევალთ იმდენად აბსურდულია ეს ბრალდება”, – თქვა ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა.
ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები






















