22:03 | 2021-10-05 ავტორი: თამარ გონგაძე

“მეუღლის გარდაცვალებამ დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ეს ჩვევა გადამეგდო” – ნელი აგირბა, The Talk შოუში, თავის პრობლემაზე

“მეუღლის გარდაცვალებამ დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ეს ჩვევა გადამეგდო” – ნელი აგირბა, The Talk შოუში, თავის პრობლემაზე

დღეს ყველაზე ცხელ-ცხელი და საინტერესო თემებით დახუნძლული გადაცემა The Talk შოუს დღეა! “კურიერის” დასრულების შემდეგ, პოპკორნით მოკალათდით და უყურეთ არაორდინალური ხუთეულის შოუს.

 

დღევანდელ გადაცემის თემაა გარეგნობაზე დაწესებული სტანდარტები, სტერეოტიპები, რომელსაც ჩვენ, საზოგადოება ვაწესებთ და შემდეგ მის გავლენის ქვეშ ვექცევით, მისი მსხვერპლი ვხდებით.

 

გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი, ნელი აგირბა ჰყვება, სიგამხდრის სურვილმა როგორ გახადა “ანორექსიკი.”

 

2021-09-29"რამდენიმე წლის შემდეგ, მე და მაია ისევ ერთად ვართ..." - The talk შოუში სტეფანეს აღიარება

 

ნელი აგირბა: – რუტინულად, ყოველი ჭამის შემდეგ, გულს ვირევდი. დედა მიხვდა, რომ ფსიქიკური აშლილობისკენ მივდიოდი. ყოველი ჭამისას, საპირფარეშოს კარებთან მდარაჯობდა. მიჭერდა, შიგნით არ მიშვებდა. მე ვითმენდი. მერე გადამივლიდა და ვხვდებოდი, რომ გულის არევას უკვე აზრი აღარ ჰქონდა. საკვები შერგებული მქონდა.

 

ეს ჩვევა, საბოლოოდ, ოთხი წლის წინ გადავაგდე. ყოველი ჭამისას თვალწინ მედგა მომატებული მუცელი, ქონი, ცელულიტები… მივდიოდი გულს ვირევდი და შვებით ამოვისუნთქავდი.

 

ჩემი მეუღლის გარდაცვალებამ დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ეს ჩვევა გადამეგდო. მაშინ ბევრი რამ გადავაფასე. ჩემთვის ბევრმა სტერეოტიპმა უბრალოდ აზრი დაკარგა. რომ არა ეს ფაქტი, შეიძლება დღესაც ასე ვყოფილიყავი. მივიღე ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ.

ავტორი: თამარ გონგაძე

X