14:55 | 2021-10-05 ავტორი: Prime Time

„ის, რაც თავზე დაასხეს, ყველაფერი მოაცილონ“ – ოჯახი სააკაშვილის საქმეზე დაკავებულების სახლში დაბრუნებას მოითხოვს

„ის, რაც თავზე დაასხეს, ყველაფერი მოაცილონ“ – ოჯახი სააკაშვილის საქმეზე დაკავებულების სახლში დაბრუნებას მოითხოვს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებული მამა-შვილის ზურაბ და შალვა წოწორიების ოჯახისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა.

 

ზურაბ წოწორიას მეუღლის, ვერიკო წოწორიას განცხადებით, დაკავებულების მიმართ წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლოა.ის იმედოვნებს, რომ მათი უდანაშაულობა დადგინდება.

 

წოწორიების ოჯახი ორივე მათგანის გამართლებას და შინ დაბრუნებას მოითხოვს.

 

„ჩვენ ელგუჯა ცომაიას ნათესავები ვართ და ალბათ ამას უკავშირდება ეს ყველაფერი. ჩვენი კუთვნილი ავტომანქანით მოხდა თუ არა სააკაშვილის გადაყვანა სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში, არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი. სახლში არაფერი უთქვამს ამის შესახებ მამა-შვილს. სხვა ოჯახის წევრები არცერთი არ დავუკითხივართ. ჩემი ქმარ-შვილი დამიბრუნონ სახლში. ადვოკატები ყველაფერს ცდილობენ და ამბობდნენ, რომ ეს არ არის ისეთი მუხლი, რომ არ დააპატიმრონო, მაგრამ არ ვიცი რა მოხდა. მე მინდა ორივე სახლში დამიბრუნდეს გამართლებული. ის, რაც თავზე დაასხეს, ყველაფერი მოაცილონ,“- განაცხადა ვერიკო წოწორიამ.

 

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს ზურაბ და შალვა წოწორიებს, რომლებიც ფოთის ტერმინალის თანამშრომლები არიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

 

ავტორი: თეა შონია

 

ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X