
თაბორის მამათა მონასტრის სასულიერო პირს, მამა იოანე ცუხიშვილს „ფეისბუქი” გაუტეხეს და მისი სახელით მრევლს დიდი რაოდენობის თანხა გამოსძალეს.
ჯამში მღვდლის სახელით თაღლითებმა 65 ათას ლარზე მეტი მიითვისეს.
„დაზარალებულია რამდენიმე ათეული ადამიანი. არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ, 1600, 900, 800, 500 ლარი გადარიცხულიც. ადვილად გატეხეს, მაგრამ დღემდე არ არის დაბლოკილი ჩემი გვერდი”, – აცხადებს მამა იოანე ტელეკომპანია „პირველთან“.






















