10:50 | 2021-10-06 ავტორი: სალომე ნეფარიძე

საქართველოში Covid-19 კიდევ 2410 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში Covid-19 კიდევ 2410 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 24 პაციენტი. ლეტალობის საერთო მაჩვენებელი 1.47%-ია.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 34 918 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 2410 შემთხვევა. 1516 -ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

 

6 ოქტომბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

 

დღიური – 6.90%;

 

ბოლო 7 დღის – 5.31%;

 

ბოლო 14 დღის – 5.53%.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X