12:08 | 2021-10-06 ავტორი: სალომე ნეფარიძე

რომელი ვაქცინის პასპორტია მსოფლიოში ყველაზე „ძლიერი“?

რომელი ვაქცინის პასპორტია მსოფლიოში ყველაზე „ძლიერი“?

Henley&Partners-ი რეგულარულად აქვეყნებს 200-მდე ქვეყნის პასპორტის რეიტინგს, რომელშიც ამა თუ იმ პასპორტის „სიძლიერე“ მისი მფლობელისათვის უცხო ქვეყანაში უვიზოდ მიმოსვლით იზომება. თუმცა კოვიდ-19-ის პირობებში გაჩნდა მეორე პასპორტი, რომელიც პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობისთვისაა მნიშვნელოვანი, მაგრამ არანაკლებ „წონიანია“ საზღვარგარეთ მოგზაურობისას.

 

საუბარია კოვიდპასპორტებზე, რომლის ინდექსიც Henley&Partners-მა 2021 წლის მეოთხე კვარტალის ანგარიშის ფარგლებში შეისწავლა.

 

აღნიშნულზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ ვაქცინების იერარქიას, ანუ რომელი ვაქცინის პასპორტით რამდენ ქვეყანაში მიგიღებენ:

 

სანდრა რულოვსი სააკაშვილისა და ლიზას შესახებ განცხადებას ავრცელებს
2021-10-06სანდრა რულოვსი სააკაშვილისა და ლიზას შესახებ განცხადებას ავრცელებს

1. AstraZeneca – დამტკიცებულია 120-ზე მეტი ქვეყნის მიერ;

2. Pfizer–BioNTech – 98 ქვეყანა;

3. Sputnik – 71 ქვეყანა;

4. Moderna – 69 ქვეყანა.

როგორც რეიტინგი აჩვენებს, ვაქცინების უპირობო ლიდერი AstraZeneca-ა, ხოლო ყველაზე დაბალი „ავტორიტეტით“ Moderna სარგებლობს.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X