17:42 | 2021-10-06 ავტორი: Prime Time

Exclusive: „ეს იქნება ისეთი შოუ, რომელზეც მეორე დღიდან სრულიად საქართველო ისაუბრებს“ – ნახეთ, როდის იწყება ნიჭიერი

Exclusive: „ეს იქნება ისეთი შოუ, რომელზეც მეორე დღიდან სრულიად საქართველო ისაუბრებს“ – ნახეთ, როდის იწყება ნიჭიერი

„პრაიმტაიმის“ მკითხველისთვის ექსკლუზიურად ხდება ცნობილი, რომ „ნიჭიერი“ ეთერში პირველად 19 ოქტომბერს, 22:00 საათზე გავა.

 

„ნიჭიერის“ პროდიუსერის, მაგდა მითაიშვილის თქმით, წელს მაყურებელს განსაკუთრებული სეზონი ელის.

 

„19 ოქტომბრიდან, ყოველ სამშაბათს, 22:00 საათზე, „ნიჭიერის“ პირველი სერია გავა ეთერში.

 

გეტყვით, რომ ძალიან კარგი კონკურსანტები გვყავს, მართლაც, რომ 10 წლის საიუბილეო სეზონი შედგა, ასეთი „ნიჭიერი“ ჯერ არ გვქონია და წელს განსაკუთრებული სეზონი გვექნება. ასევე გვეყოლება სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეები, იქნებიან ემიგრანტები და ჩვენს სცენაზე დამყარდება მსოფლიო რეკორდი“, – ამბობს მაგდა „პრაიმტაიმთან“.

 

 

წელს „ნიჭიერის“ ჟიურის 5 წევრი ჰყავს. (თამარ ფხაკაძე, ირაკლი იმნაიშვილი, თიკა ფაცაცია, რუსკა მაყაშვილი და სტეფანე მღებრიშვილი)

 

საინტერესოა, ვინ გამოირჩევა, სიმკაცრით, ემოციურობითა და ლოიალობით.

 

„შესანიშნავი ხუთეული შედგა: შედარებით მკაცრი ირაკლი იქნება.

 

რუსკა თავის ამპლუას არ ღალატობს და მონაწილეების მხარეს არის, ძირითადად.

 

თაკო ძალიან ლოიალურია და ასევე, ძალიან ემოციური.

 

თიკა ბავშვების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევა.

 

სტეფანე უკვე დიდი ხანია, რაც ჩვენი ჟიურის წევრია და ის განსაკუთრებულად უყვარს ჩვენს მაყურებელს“, – ამბობს მეგაშოუს პროდიუსერი.

 

„ყოველ სამშაბათს დაელოდეთ 22:00 საათზე „ნიჭიერს“, ეს იქნება ისეთი შოუ, რომელზეც მეორე დღიდან სრულიად საქართველო ილაპარაკებს“.

ავტორი: Prime Time

X