
“არის მძიმე, როცა ხედავ, რომ ავადმყოფი იხრჩობა როცა ხედავ, რომ გამოსავალი მას არ ექნება, ან გიკვდება,”,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ძალიან რთული გადასატანია.
“ძალიან ძნელია, როცა ხედავ, რომ ავადმყოფი არის მძიმე, როცა ხედავ, რომ ავადმყოფი იხრჩობა, როცა ხედავ, რომ გამოსავალი მას არ ექნება, ან გიკვდება, ეს ძალიან რთული გადასატანია. გაგვიფრთხილდით ჩვენც. საჭიროა მედიკოსები, თორემ, თუ ვერ შევძელით, ეს იქნება ძალიან მძიმე ტვირთი თქვენთვის, მოსახლეობისთვის, როდესაც არ გეყოლებათ კვალიფიციური მედიკოსები. მე ვთხოვ მოსახლეობას, რომ კიდევ ერთხელ, აუცილებლად დაფიქრდნენ და აიცრან,”- განაცხადა მარინა ენდელაძემ.






















