
” ნუთუ არ ახსოვთ, სამი უდანაშაულო პატარა ბიჭი, იმის გამო რომ მოკლეს რომ თითქოს ციხეში აჯანყება მოწყობისთვის არიან თბილისში ჩამოსულნი”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გია ვოლსკმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს ფაქტი აღარავის ახსოვს.
“რა მიკვირს იცით?! თვითონ აჭარაში, ნუთუ არ ახსოვთ, სამი უდანაშაულო პატარა ბიჭი, იმის გამო რომ მოკლეს რომ თითქოს ციხეში აჯანყება მოწყობისთვის არიან თბილისში ჩამოსულნი. სამი წარმოიდგინეთ 19, 20 და 21 წლისები დახოცეს. ნუთუ ეს აჭარას არ ახსოვს ანდა იმ ახალგაზრდებს ვისაც ემოციური კავშირი არ აქვს დღეს წარსულთან, თუნდაც ბათუმელებს, თუნდაც იმ უბნებს, სადაც ნაკლები ხმა მიიღო “ქართულმა ოცნებამ”. ჩვენ ხომ არ ვლაპარაკობთ ახლა კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ჯახზე ჩვენ ვლაპარაკობთ იმ საქმეებზე რაც გაკეთდა და რაც მომავალში უნდა გაკეთდეს”,- განაცხადა გია ვოლსკმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში.






















