11:05 | 2021-10-07 ავტორი: Prime Time

დონალდ ტრამპი: ჩინეთთან ომში შეიძლება აღმოვჩნდეთ, ჩინეთი ამერიკას პატივს უკვე აღარ სცემს

დონალდ ტრამპი: ჩინეთთან ომში შეიძლება აღმოვჩნდეთ, ჩინეთი ამერიკას პატივს უკვე აღარ სცემს

ჩინეთთან ომში შეიძლება აღმოვჩნდეთ. ჩინეთი ამერიკას პატივს უკვე აღარ სცემს. ისინი ჩვენი სატელევიზიო გენერლების „თალიბანის“ წინაშე სრული ჩაბარების მოწმენი გახდნენ,- ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

 

„იმის გამო, რომ არჩევნები გაყალბდა და ამერიკას ახლა სუსტი და კორუმპირებული ხელმძღვანელობა ჰყავს, ჩინეთთან ომში შეიძლება აღმოვჩნდეთ. ჩინეთი ამერიკას პატივს უკვე აღარ სცემს. ისინი ჩვენი სატელევიზიო გენერლების „თალიბანის“ წინაშე სრული ჩაბარების მოწმენი გახდნენ. 85 მილიარდი დოლარის ღირებულების მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო ტექნიკა დავტოვეთ. ჩინეთი და რუსეთი ამ ტექნიკის საინჟინრო ანალიზს უკვე ატარებენ. ერთადერთი, რაც რადიკალ მემარცხენე დემოკრატებს კარგად გამოსდით, ეს არჩევნების გაყალბება და დანაშაულებრივი ქმედებებია. ჩვენს ქვეყანას დიდი პრობლემები აქვს. სჯობს სწრაფად ვიმოქმედოთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

 

 

ასევე წაიკითხეთ და ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X