14:21 | 2021-10-07 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

დედაჩემის შეურაცხყოფას არავის გავუტარებ – ევა ბარბაქაძე ნატა გულიაშვილის განცხადებას ეხმაურება

დედაჩემის შეურაცხყოფას არავის გავუტარებ – ევა ბარბაქაძე ნატა გულიაშვილის განცხადებას ეხმაურება

5 ოქტომბერს ეთერში გასული გიორგი გასვიანის „სიცრუის დეტექტორი“ სკანდალური აღმოჩნდა.

 

გადაცემის სტუმარმა, მსახიობმა ნატა გულიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში სექს-სიმბოლოდ აღიარებული შორენა ბეგაშვილი მას ბაძავს.

გამყრელიძე: ახალი ტერმინი გაჩნდა, წლევანდელი – ტვინდემია, რომელიც ძალიან საყურადღებოა
2021-10-07გამყრელიძე: ახალი ტერმინი გაჩნდა, წლევანდელი – ტვინდემია, რომელიც ძალიან საყურადღებოა

 

გულიაშვილმა ასევე გაიხსენა პერიოდი, როცა ისინი ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ: „მე და შორენა დიდი ხანია, რაც ვმეგობრობთ. ოთხი წლის განმავლობაში ვიყავით მეზობლები და ძალიან მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა. ამ პერიოდში იყო პირველი რეალითი-შოუ „ამტანი“, რომელშიც ვმონაწილეობდი და უამრავი მაყურებელი გვყავდა. 16 წელი გავიდა და დღემდე მეუბნებიან, ნატა „ამტანში“ გგულშემატკივრობდით, ძალიან გვიყვარხარ და შენი ავტოგრაფი გვინდაო.

 

შორენამ კი თქვა თავის გადაცემაში, რომ ნატა გულიაშვილი მე დამემსგავსაო. მე ყოველთვის ასეთი ვიყავი. „ამტანი“ იყო 2005 წელს, შორენა კი პოპულარული გახდა „ფლეიბოით“, რომელიც იყო 2008 წელს. მე უფრო პირველი ვიყავი ცნობადი და პოპულარული” – ამბობს ნატა გულიაშვილი.

 

აღნიშნულ განცხადებას შორენა ბეგაშვილი გამოეხმაურა და Instagram-ზე ნატა გულიაშვილის ფოტო დადო შემდეგი წარწერით: „როდემდე ვითმინო?“

 

ასევე წაიკითხეთ და ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შორენა ბეგაშვილის შემდეგ, მისმა შვილმა ევა ბარბაქაძემ შრეკისა და ფიონას ფოტოები გამოაქვეყნა, რომელზეც შორენა და ნატა მონიშნა. როგორც ჩანს, ამის გამო ევა გამომწერებმა გააკრიტიკეს, რაზეც შემდეგნაირად უპასუხა:

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X