
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ უკანონოდ უკრაინის საზღვრის კვეთის გამო უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა რამდენიმე თანამდებობის პირს უფლებამოსილება შეუჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას” ცნობით,ამ მომენტისთვის უწყების სამხრეთი რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელობიდან რამდენიმე თანამდებობის პირს გამოძიების მიმდინარეობისას და მისი შედეგების გამოტანამდე შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.
მედიასაშუალების კითხვაზე, დაფიქსირებულია თუ არა მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთა, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სპიკერმა განაცხადა, რომ ამგვარი ინფორმაცია კონფიდენციალურია.
ასევე წაიკითხეთ და ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















