16:22 | 2021-10-07 ავტორი: Prime Time

თუ სასამართლო ჩანიშნეს 20 ოქტომბრის შემდეგ, მისი ფიზიკური მდგომარეობა არ იქნება სახარბიელო – ადვოკატი

თუ სასამართლო ჩანიშნეს 20 ოქტომბრის შემდეგ, მისი ფიზიკური მდგომარეობა არ იქნება სახარბიელო – ადვოკატი

ვითხოვთ ჩატარდეს სასამართლო პროცესები, სადაც პირდაპირ წარდგება მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ხელისუფლების დღევანდელი დღის წესრიგია, როგორღაც ხმა ვერ მიაწვდინოს საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილმა.

ქალმა მის სახლში შეჭრილ მძარცველთან ღამე გაატარა, დილით კი პოლიცია გამოიძახა (რუსეთი)
2021-10-07ქალმა მის სახლში შეჭრილ მძარცველთან ღამე გაატარა, დილით კი პოლიცია გამოიძახა (რუსეთი)

„მიშას ვხვდებით ყოველდღიურად, პატივიც კი არის, რომ ვიცავთ მის ინტერესებს. დღეს, რამე განსაკუთრებული არ იგეგმება. თუმცა, ხაზი უნდა გაესვას ერთ გარემოებას, რომ ამ დრომდე სასამართლო დუმს და პასუხს არ გვცემს სხდომების გამართვის მოთხოვნაზე.

 

ადვოკატების მეშვეობით მიხეილ სააკაშვილს აქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ ჩატარდეს სასამართლო პროცესები, სადაც პირდაპირ წარდგება მიხეილ სააკაშვილი და თუ მართლაც შეშინებული არ არის ხელისუფლება, რატომ არ ნიშნავენ სასამართლო განხილვებს, რა აზრი შეიძლება იდოს ამაში? მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად შიმშილობს, ეს ყველას ძალიან კარგად მოეხსენება. შიმშილობას თვალ-ყურს ადევნებს ციხის ადმინისტრაციაც და ამაზე არანაირი ეჭვიც არ ჩნდება. ფიზიკური მდგომარეობის მხრივ, გუშინ, როდესაც შევხვდით ის იყო მხნედ, განწყობილია ბრძოლისთვის. თუ სასამართლო ჩანიშნეს 20 ოქტომბრის შემდეგ და ა. შ. მისი ფიზიკური მდგომარეობა არ იქნება სახარბიელო და სასამართლო პროცესები უნდა ჩაინიშნოს თუნდაც ხვალ, ორშაბათს ან სამშაბათს. თუმცა, ნორმალურ ვითარებაში მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან პირველივე ორშაბათს უნდა გამართულიყო. სამწუხაროდ, მოსამართლეთა ეს შემადგენლობაც აგრძელებს მურუსიძე-ჩინჩალაძის “კლანის”, ღარიბაშვილის და ივანიშვილის დაკვეთებს და ამ დრომდე არ ატარებენ პროცესებს. რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური შეკვეთა სასამართლოს მიმართ“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

 

ასევე წაიკითხეთ და ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X