
40 წლის ქალმა მის სახლში შეჭრილ მძარცველთან ღამე გაატარა, დილით კი პოლიცია გამოიძახა. შემთხვევა რუსეთში, ქალაქ ზვენიგოროდში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ Lenta ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა, როცა ხმაური შემოესმა და მიხვდა, მის გარდა იქ კიდევ ვიღაც იყო. მძარცველს ერთ-ერთი ოთახში მიაგნო, თუმცა, მისი გაცნობა გადაწყვიტა და მასთან ღამეც გაატარა.
დილით ქურდმა ქალის სახლში სეიფი იპოვა, საიდანაც 500 000 რუბლი აიღო და მიმალვას აპირებდა, თუმცა ქალს გაეღვიძა და პოლიცია გამოიძახა. პოლიციამ ქურდი ეზოში დააკავა, ფული კი ქალს დაუბრუნა.
როგორც ადგილობირივ მედია წერს, მძარცველი 35 წლისა მამაკაცია და ის სომხეთი მოქალაქეა.
ასევე წაიკითხეთ და ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















