17:25 | 2021-10-07 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გიული ალასანია ითხოვს

მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გიული ალასანია ითხოვს

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას დედა გიული ალასანია და ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი და მისი შვილები ითხოვენ, ამის შესახებ ჟურნალისტებს სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა.

 

„რაც შეეხება პაემნებს, ამ დრომდე არ გვაქვს პასუხი დართავენ თუ არა გიული ალასანიას სააკაშვილის მონახულების უფლებას. მაქსიმალურად ცდილობენ იზოლაცია მოახდინონ და მიხეილ სააკაშვილს ინფორმაციული ვაკუუმი შეუქმნან. ფაქტობრივად, ჩვენი მეშვეობით ის ყველანაირ ინფორმაციას იღებს და შესაბამისად, ამ ხერხით, თუნდაც, ტელევიზორის არ მიცემით, ვერ მიაღწევენ ფსიქოლოგიურ წნეხს“, – განაცხადა გელხაურმა.

 

ასევე წაიკითხეთ და ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X