22:45 | 2021-10-07 ავტორი: Prime Time

დიდი ბრიტანეთი საქართველოს იმ ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანს, რომლებსაც ვაქცინაციის დამტკიცებული მტკიცებულება აქვთ

დიდი ბრიტანეთი საქართველოს იმ ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანს, რომლებსაც ვაქცინაციის დამტკიცებული მტკიცებულება აქვთ

11 ოქტომბრის დილის 4 საათიდან დიდი ბრიტანეთი საქართველოს იმ ქვეყნებისა და ტერიტორიების ჩამონათვალში შეიყვანს, რომლებსაც ვაქცინაციის დამტკიცებული მტკიცებულება აქვთ.

 

თუ თქვენ ვაქცინის სერტიფიკატს, როგორც მტკიცებულებას იყენებთ, ის ეროვნული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოს მიერ უნდა იყოს გაცემული, იყოს ინგლისურ, ფრანგულ ან ესპანურ ენებზე და შემდეგ ინფორმაციას შეიცავდეს:

 

სახელი და გვარი

 

დაბადების თარიღი

 

ვაქცინის ბრენდი და მწარმოებელი

 

ვაქცინაციის თარიღი თითოეული დოზისთვის

 

ვაქცინაციის ქვეყანა ან ტერიტორია ან/და სერტიფიკატის გამცემი

არცერთი თანამდებობა არ მიღირს იმად, რომ შემდეგ ადამიანებს თვალებში ვერ ვუყურო - გაიცანით მძიმე სენთან გამარჯვებული პოლიტიკოსი, რომელმაც გლდანელების გული მოიგო
2021-10-07არცერთი თანამდებობა არ მიღირს იმად, რომ შემდეგ ადამიანებს თვალებში ვერ ვუყურო - გაიცანით მძიმე სენთან გამარჯვებული პოლიტიკოსი, რომელმაც გლდანელების გული მოიგო

 

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ 11 ოქტომბრის დილის 4 საათიდან 47 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის საქართველო კორონავირუსის ე.წ. წითელი სიიდან იქნება ამოღებული.

 

დიდი ბრიტანეთის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება უფრო მეტ ადამიანს გაუადვილებს საზღვარგარეთ გამგზავრების შესაძლებლობას.

 

დიდი ბრიტანეთში შესვლაზე რეგულაციების შემსუბუქება იმ უცხოელებს შეეხებათ, ვინც დიდ ბრიტანეთში ავტორიზებული ვაქცინებითაა აცრილი (AstraZeneca, Pfizer-ი, Moderna და Janssen-ი).

 

სხვა შემთხვევაში, დიდ ბრიტანეთში შესვლის მსურველებს კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა, ბრიტანეთში ჩასვლისთანავე 10-დღიანი თვითიზოლაციის გავლა და მე-2 და მე-8 დღეს ტესტების ჩაბარება მოუწევთ.

ავტორი: Prime Time

X