23:38 | 2021-10-07 ავტორი: Prime Time

ამ ხალხის მამოძრავებელი მოტივი არის რევანში და შურისძიება 2012-ის გამო – ზურაბიშვილი სააკაშვილის მომხრეებზე

ამ ხალხის მამოძრავებელი მოტივი არის რევანში და შურისძიება 2012-ის გამო – ზურაბიშვილი სააკაშვილის მომხრეებზე

„ჩემი ფბ პრაქტიკიდან გამომდინარე, ამ ბოლო დროს ერთ საინტერესო მომენტს მივაქციე ყურადღება. სააკაშვილის ხელისუფლების მომხრეებიდან, ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, პრაქტიკულად არ გამიგია კრიტიკა, ლანძღვა თუ დამუნათება იმ პერიოდის გამო, რომლის მიმართ მე პირადად ყველაზე კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს საკუთარი თავის მიმართ“,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში, დავით ზურაბიშვილი წერს.

 

VIDEO: როგორ სახლში ცხოვრობს თენგიზ ცერცვაძე მეუღლესთან ერთად - „სიყვარულია, როდესაც მეორე დღის გათენება გიხარია“
2021-10-07VIDEO: როგორ სახლში ცხოვრობს თენგიზ ცერცვაძე მეუღლესთან ერთად - „სიყვარულია, როდესაც მეორე დღის გათენება გიხარია“

 

მისი თქმით, თუ სააკაშვილის რეჟიმის მობრუნდება ხელისუფლებაში, მათი მოტოვი შურისძიება იქნება.

 

„ვგულისხმობ 2012 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის გაზაფხულამდე მონაკვეთს, როდესაც რესპუბლიკური პარტია ოფიციალურად იყო ხელისუფლებაში. მაინცდამაინც არც წინა ხელისუფლების ოპოზიციონერობას მახსენებენ ნიშნის მოგებით.

 

სამაგიეროდ შანსი არაა რამე დავწერო, რომ ვინმე არ გამოხტეს და აბა ბიძინა რომ მოათრიეთ 2012-ში რა გეგონათო, არ მითხრას.

 

ანუ მათი გადმოსახედიდან მთავარ დანაშაულად ცხოვრებაში მეთვლება 2012 წლის ოქტომბერში ქართული ოცნების კოალიციის მხარდაჭერა და არა შემდგომი, ან ადრინდელი საქმიანობა.

 

და ეს მარტო ჩემს მიმართ არ ხდება. დარწმუნებული ვარ სხვებიც შეამჩნევდნენ ანალოგიურ დამოკიდებულებას.

 

ახლა მე აქ არ დავიწყებ იმის განმარტებას, რატომაა ასეთი დამოკიდებულება მიუღებელი, არასწორი და ა. შ. ვისაც ეს მართებულად მიაჩნია, ის არანაირ განმარტებას არ მიიღებს და ვისაც არ მიაჩნია, იმას განმარტებაც არ ჭირდება.

 

მთავარი სხვაა. აქცენტირება 2012 წლის ოქტომბერზე ნიშნავს მხოლოდ ერთს, ამ ადამიანებს ვერ მოუნელებიათ თავად სააკაშვილის ხელისუფლების დამარცხების ფაქტი და სათავედ ყოვლისა უბედობისა მიაჩნიათ სწორედ 2012 წლის 2 ოქტომბრის არჩევანი. შემდგომი პერიოდი მათთვის უინტერესოა, რადგან მათი აზრით თავიდანვე ცხადი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი მოდიოდა ქვეყნის დასაქცევად და მოსასპობად, ხოლო ვინც მას მხარს უჭერდა, ან არ ესმოდა ეს და სასარგებლო იდიოტის როლს ასრულებდა, ან თვითონაც ქვეყნის დაქცევაზე გახლდათ ორიენტირებული.

„ბუთქუჩა“ - სოფო ნიჟარაძე შვილის ახალ ვიდეოს აქვეყნებს 
2021-10-07„ბუთქუჩა“ - სოფო ნიჟარაძე შვილის ახალ ვიდეოს აქვეყნებს 

 

და რას ნიშნავს ასეთი დამოკიდებულება? იმას, რომ ამ ხალხის მამოძრავებელი მოტივი არის რევანში და შურისძიება 2012-ის გამო და არაფერი სხვა. ისინი ჩვენ ვერ გვპატიობენ 2012-ს და ხელისუფლების მობრუნების შემთხვევაში პირდაპირ თუ არ დაგვხვრეტენ ყველას, ამას მხოლოდ დიდსულოვნებად ჩაუთვლიან საკუთარ თავს.

 

მართალია, ამგვარი დამოკიდებულების გამო მე არ ვაპირებ ამ უვარგის ხელისუფლებას ჩავებღაუჭო და რევანშის შიშით იმათ დარჩენას შევუწყო ხელი ქვეყნის სათავეში, ვინც თავისი პოლიტიკური, ინტელექტუალური თუ მორალური სტანდარტებით აბსოლუტური ნულის მიდამოებშია, მაგრამ ისე, ჩვენთვის მაინც უნდა ვიცოდეთ, თუ რა ხალხთან გვაქვს საქმე და რას უნდა ველოდოთ მათგან.

 

პრობლემა კი ისაა, რომ ასეთები წინა ხელისუფლების მომხრეთა შორის უბრალოდ ბევრნი კი არ არიან, არამედ აბსოლუტური უმრავლესობა“,- წერს დავით ზურაბიშვილი.

 

 

წაიკითხეთ და ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X