
ამ წუთებში ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრეული სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, ადგილობრივები სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს გამოჰყავთ.
შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 5-სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
მსგავსი ⇓






















