12:50 | 2021-10-08 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

იყო, თუ არა ბათუმში ჩამონგრეული კორპუსი ავარიული – ქალაქი მერის მოვალეობის შემსრულებლის განმარტება

იყო, თუ არა ბათუმში ჩამონგრეული კორპუსი ავარიული – ქალაქი მერის მოვალეობის შემსრულებლის განმარტება

იყო, თუ არა ბათუმში ჩამონგრეული კორპუსი ავარიული – ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლელა სურმანიძის ინფორმაციით, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე შენობა ამორტიზირებული არ ყოფილა.

კიდევ ერთი ახალშობილი გადაარჩინეს მაშველებმა - ვითარება ბათუმში
2021-10-08კიდევ ერთი ახალშობილი გადაარჩინეს მაშველებმა - ვითარება ბათუმში

„შესაძლოა იყო გაზის აფეთქება. დანამდვილებით ვერაფერს ვერ გეტყვით. რაც შემიძლია ზუსტად ვთქვა არის ის, რომ კორპუსი არ იყო ავარიული და ავარიულობის გამო არ იყო ეს ნგრევა გამოწვეული.“ – განაცხადა ლელა სურმანიძემ „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას.

 

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა. მაშველები ნანგრევებში მობინადრეებს ეძებენ. მოჰყვა, თუ არა ინციდენტს მსხვერპლი, ან არიან, თუ არა დაშავებულები, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

 

ადგილზე სამაშველო ჯგუფი, სასწრაფო-სამედიცინო ეკიპაჟები და პოლიციაა მობილიზებული. მიმდინარეობს დამატებითი სამაშველო ბრიგადების მობილიზება.

 

კორპუსი 3 სადარბაზოსგან შედგება, ჩამონგრეულია 1 სადარბაზო. აღნიშნულ კორპუსში დაახლოებით 200-მდე მობინადრე ცხოვრობს.

 

მსგავსი ⇓

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X