13:00 | 2021-10-08 ავტორი: Prime Time

ნანგრევებიდან ყვირიან აქ ვართო, სახელებს იძახიან და მაშველებს ელაპარაკებიან – საიმედო ცნობები ბათუმიდან

ნანგრევებიდან ყვირიან აქ ვართო, სახელებს იძახიან და მაშველებს ელაპარაკებიან – საიმედო ცნობები ბათუმიდან

ნანგრევებიდან ყვირიან აქ ვართო. დრო და დრო გველაპარაკებიან, სახელებს იძახიან, კონტაქტზე გამოდიან – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ კორესპოდენტმა ბათუმიდან უთხრა.

 

ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლელა სურმანიძის ინფორმაციით, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე შენობა ამორტიზირებული არ ყოფილა.

 

ადგილზე სამაშველო ჯგუფი, სასწრაფო-სამედიცინო ეკიპაჟები და პოლიციაა მობილიზებული. მიმდინარეობს დამატებითი სამაშველო ბრიგადების მობილიზება.

 

კორპუსი 3 სადარბაზოსგან შედგება, ჩამონგრეულია 1 სადარბაზო. აღნიშნულ კორპუსში დაახლოებით 200-მდე მობინადრე ცხოვრობს.

 

როგორ გამოიყურება ჩამონგრეული კორპუსი – კადრები ბათუმიდან ⇓

 

 

მსგავსი ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X