
ბათუმში, სადაც კორპუსი ჩამოინგრა, ამ დრომდე მაშველები მუშაობენ და ხალხის გამოყვანას ცდილობენ. მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც.
ბათუმში, საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევისას ნანგრევებიდან გამოყვანილი ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა აცხადებს, რომ შენობაში აფეთქება არ ყოფილა. ის მანქანაში შვილთან ერთად იმყოფებოდა იმ დროს, როდესაც კორპუსი ჩამოინგრა.
მისივე თქმით, კორპუსში მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები და პირველ სართულზე სახლს ანგრევდნენ.
„მეც ვიყავი მანქანაში, ნახევარი საათი მაინც. აფეთქება არ იყო, მშენებლობაა ქვემოთ, პირველ სართულზე ანგრევდნენ სახლს,”- აცხადებს ის.
ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.
როგორ გამოიყურება ჩამონგრეული კორპუსი – კადრები ბათუმიდან ⇓
მსგავსი ⇓























