
ბათუმში, სადაც კორპუსი ჩამოინგრა, სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. სამუშაოებში მძიმე ტექნიკაც ჩაერთო.
როგორც აღმოჩნდა, ჩამონგრეული კორპუსში ერთ-ერთი ბინა მომღერალ ლაშა ღლონტს ეკუთვნოდა.
„ბათუმში ჩამონგრეული კორპუსი ნამდვილად ჩემია, დიდი მადლობა ყველას თანაგრძნობისათვის! მაპატიეთ ვერ ვპასუხობ ყველა ზარს! დედა კარგადაა ვილოცოთ ყველას გადარჩენისთვის“,- წერს ლაშა ღლონტი სოციალურ ქსელში.
რამდენიმე საათის წინ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 7 სართულიანი საცხოვრებლის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. კორპუსი, რომელიც 3 სადარბაზოსგან შედგება, ჩამონგრეულია 1 სადარბაზო. აღნიშნულ კორპუსში დაახლოებით 200-მდე მობინადრე ცხოვრობს.
აქვე ნახეთ: ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან ბავშვი გამოიყვანეს
მსგავსი ⇓























