15:37 | 2021-10-08 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

ახლა საჭიროა კონცენტრირება ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე – შალვა პაპუაშვილი ბათუმის მოვლენებზე

ახლა საჭიროა კონცენტრირება ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე – შალვა პაპუაშვილი ბათუმის მოვლენებზე

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტს მმართველ პარტიაში გამოეხმაურნენ. შალვა პაპუაშვილის თქმით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა, შემდეგ კი მომხდარის გამომწვევ მიზეზებზე მსჯელობა 

დიდი მადლობა ხალხს - ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის მამა
2021-10-08დიდი მადლობა ხალხს - ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის მამა

 

“ახლა მნიშვნელოვანია, რომ შეძლებისდაგვარად სწრაფად გამოიყვანონ იქ ჩარჩენილი ადამიანები, რამდენადაც ვიცით, არიან ადამიანები ნანგრევებში. ამიტომ, ეს არის პირველი ამოცანა, მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისი სამაშველო სამსახური.

 

შემდეგი ამოცანა, რა თმა უნდა, იქნება მიზეზების დადგენა. რაც შეეხება მიზეზებს, სხვადასხვა ვერსია სახელდება და ახლა საჭიროა კონცენტრირება იმაზე, რომ ადამიანების სიცოცხლე გადარჩეს და ამის შემდეგ იქნება მიზეზების განხილვის შესაძლებლობა. ჯერჯერობით, ვისმენთ მხოლოდ ვერსიებს და რაიმეს თქმა საფუძვლიანი კვლევის გარეშე რთულია,”- აცხადებს პაპუაშვილი.

 

წაიკითხეთ და ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

შეგახსენებთ, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, არიან დაშავებულები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X