17:10 | 2021-10-08 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

მაშველებმა ნანგრევებში კიდევ ერთი ადამიანი იპოვეს

მაშველებმა ნანგრევებში კიდევ ერთი ადამიანი იპოვეს

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი იპოვეს.

 

გავრცელებული ინფორმაციით ის ცოცხალია და მაშველებს ეკონტაქტება. ახალგაზრდა კაცმა მაშველებს უთხრა, რომ ფეხი სტკივა.

ჩვენი ინფორმაციით, ნანგრევებში 10-15 ადამიანია - ვახტანგ გომელაური
2021-10-08ჩვენი ინფორმაციით, ნანგრევებში 10-15 ადამიანია - ვახტანგ გომელაური

 

ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს ორი არასრულწლოვანი. ერთ-ერთმა ბავშმა კლინიკა უკვე დატოვა. ამ დროისთვის ნანგრევებში 8 ადამიანია მოყოლილი, მათ შორის არიან ბავშვებიც.

 

რამდენიმე საათის წინ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 7 სართულიანი საცხოვრებლის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა.კორპუსი 3 სადარბაზოსგან შედგება, ჩამონგრეულია 1 სადარბაზო. აღნიშნულ კორპუსში დაახლოებით 200-მდე მობინადრე ცხოვრობს.

 

მერიის ინფორმაციით, ჩამონგრეულია 12 საცხოვრებელი ბინა. ნგრევა დაახლოებით დღის 12:00 საათზე მოხდა.

 

ნახეთ ვიდეო ⇓

 

 

მსგავსი ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X