17:16 | 2021-10-08 ავტორი: Prime Time

ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს

ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს

ბათუმის მერია კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათივე განმარტებით, კორპუსი ამორტიზებული არ იყო.

მაშველებმა ნანგრევებში კიდევ ერთი ადამიანი იპოვეს
2021-10-08მაშველებმა ნანგრევებში კიდევ ერთი ადამიანი იპოვეს

„ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მდებარე სახლთან მობილიზებულია სამაშველო ძალები და მუნიციპალური სამსახურები.

 

ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები. მოგახსენებთ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ბათუმის მერიას არ გაუცია ნებართვა დაშენებასთან დაკავშირებით. ასევე, აღნიშნული კორპუსი არ იყო ამორტიზებული.

 

ყველა ოჯახი გადაყვანილი იქნება ალტერნატიულ ფართში და გაეწევა შესაბამისი დახმარება.
ამ დროისთვის, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები,“- აღნიშნულია ბათუმის მერიის განცხადებაში.

 

მსგავსი ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X