
“საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების პრიორიტეტს წარმოადგენს ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გამოყვანის უზრუნველყოფა წარმოადგენს, იცით, რომ ჩვენმა მაშველებმა შეძლეს რამდენიმე ადამიანის ნანგრევებიდან გამოყვანა და ჩვენ ვალდებული ვართ სწორედ ამ ამოცანაზე ვკონცენტრირდეთ”,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ამ კონტექსტში მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ნუ აქცევენ ნებისმიერ ტრაგედიას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის თემად, იქონიონ უფრო მეტი თანაგრძნობა მოქალაქეების მიმართ და უგულშემატკივრონ ჩვენი მაშველების მიერ სამაშველო ღონისძიების წარმატებულად დასრულებას. სამაშველო ღონისძიებების დასრულების შემდეგ ჩვენ შევძლებთ, რომ უმოკლეს ვადებში დადგინდეს ამ შემთხვევის მიზეზები“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მსგავსი ⇓






















