17:56 | 2021-10-08 ავტორი: Prime Time

უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები ცოცხლები გამოვიდნენ – ირაკლი ღარიბაშვილი

უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები ცოცხლები გამოვიდნენ – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში შემთხვევის ადგილზე ჩავიდა.

 

„არსებული ინფორმაციით, იქ 10-15 ადამიანამდეა მოყოლილი და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად მოხდეს სიტუაციის დარეგულირება. ადგილზე, დაახლოებით, 300 მაშველი მუშაობს, მათ ყველა საშუალება აქვთ და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. წინასწარ არ მინდა მიზეზებზე ვისაუბრო, გამოძიება მიმდინარეობს და დაადგენს ყველაფერს.

 

არსებობს ბევრი ვერსია და ჩვენ ყველა კითხვას გავცემთ პასუხს. მე მოვისმინე შს მინისტრისგან ვერსიები, ამის თაობაზე მან განაცხადა საჯაროდ. თუმცა, წინასწარ არ მინდა დასკვნის გაკეთება. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ცოცხლები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.



 

რამდენიმე საათის წინ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 7 სართულიანი საცხოვრებლის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. კორპუსი 3 სადარბაზოსგან შედგება, ჩამონგრეულია 1 სადარბაზო. აღნიშნულ კორპუსში დაახლოებით 200-მდე მობინადრე ცხოვრობს.

 

მერიის ინფორმაციით, ჩამონგრეულია 12 საცხოვრებელი ბინა. ნგრევა დაახლოებით დღის 12:00 საათზე მოხდა.

 

მსგავსი ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X