
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევას გამოეხმაურა.
სააკაშვილის თქმით, ბევრად უფრო სწრაფი და ეფექტური მოქმედებაა საჭირო ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.
„კიდევ ერთხელ ჩემი სოლიდარობა ბათუმელებს. ვლოცულობ, რომ არ იყოს მსხვერპლი. რასაც ტელევიზიით ვუყურებ, ბევრად უფრო სწრაფი და ეფექტური მოქმედებაა საჭირო ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. აუცილებელია ობიექტური გამოძიება, პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას ვინ არის დამნაშავე.
ასევე შესაჩერებელია ყველა საეჭვო მშენებლობა სანამ ნამდვილი პროფესიონალები არ დადებენ ობიექტურ დასკვნას. ვდგავარ ჩემი უსაყვარლესი ბათუმის და ბათუმელების გვერდით“, – აცხადებს სააკაშვილი.
მსგავსი ⇓























