23:14 | 2021-10-08 ავტორი: Prime Time

სახლის ნგრევაში მოყოლილი ერთ-ერთი პირი მეხანძრე-მაშველებთან კონტაქტზეა გავიდა – როგორია მისი მდგომარეობა

სახლის ნგრევაში მოყოლილი ერთ-ერთი პირი მეხანძრე-მაშველებთან კონტაქტზეა გავიდა – როგორია მისი მდგომარეობა

თითქმის 10 საათია ბათუმში, ჩამონგრეული სახლიდან, მოქალაქეების ამოყვანის პროცესი მიმდინარეობს. სახლის ნგრევაში მოყოლილი ერთ-ერთი პირი მეხანძრე-მაშველებთან კონტაქტზეა გავიდა.

 

როგორც “რუსთავი 2-თან” საუბრის დროს, 36 წლის კაცის დამ განაცხადა, მაშველებმა სავარაუდოდ იციან რა ლოკაციაზე იმყოფება პირი.

 

მისვე თქმით, კაცი კედლებს შორისაა მოქცეული და გადაადგილებას ვერ ახერხებს, მას ფეხი აქვს დაზიანებული.

 

 

“ვიცი რომ ესაუბრებიან, ანუ კონტაქტურია და გამოიყვანენ მალე, ჩემი ძმაა, 36 წლის, მარტო იყო შემთხვევის დროს სახლში, მაშველები რომ ესაუბრებიან პასუხს უბრუნებს, გაჭედილია კედლებს შორის, ფეხი სტკივა, ფეხზე აქვს რაღაც დაცემული, მეტ ინფორმაცია არ მაქვს”,- განაცხადა მაია თავდგირიძემ.

 

მსგავსი ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X