
მაშველებმა ბათუმში, ნანგრევებიდან კიდევ ერთი გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი ამოასვენეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე 300-მდე მაშველი მუშაობს და მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა.
ღამით მაშველებმა ნანგრევებიდან ხუთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
რამდენიმე საათიანი ინტენსიური საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, მეხანძრე – მაშველებმა ნანგრევებიდან ასევე ორი დაშავებული ამოიყვანეს, რომლებიც საავადმყოფოში იმყოფებიან.
შსს-მ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე 3 ადამიანი დააკავა.






















