
“ახლა, პაექრობის და პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ საარჩევნო კამპანია”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე აცხადებს და ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.
„ჩვენს ქალაქში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. ბათუმი დაღუპულ თანამოქალაქეებს გლოვობს. ახლა, პაექრობის და პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ საარჩევნო კამპანია. ვუსამძიმრებ ოჯახებს, ბათუმს და სრულიად საქართველოს. არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელს დაუღალავი და თავდადებული შრომისთვის. სამუშაოები გრძელდება და იმედს არ ვკარგავთ, რომ ცოცხლებს ამოვიყვანთ ნანგრევებიდან“, – წერს გიორგი კირთაძე სოციალურ ქსელში.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა. კორპუსი 3 სადარბაზოსგან შედგებოდა, ჩამონგრეულია 1 სადარბაზო. აღნიშნულ კორპუსში 12 ოჯახი ცხოვრობდა. ნგრევა გუშინ დღის დაახლოებით 12 საათზე მოხდა.
მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ერთ მოქალაქე სხვადასხვა ტექნიკით ამ დრომდე ეძებენ.
ტრაგედიას ამ დროის მონაცემებით, 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის 3 არასწრულწლოვანია.
ასევე დაგაინტერესებთ:
მაშველებმა ნანგრევებში დედის და 11 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს
თქვენო ღირსებავ, 21 წლის ბიჭი უსამართლოდ სიცოცხლეს გამოასალმეს, 21 დღე არ გვძინებია, ნაბიჯ-ნაბიჯ დავდევდით – საქმის პროკურორი მოსამართლეს
„მაშველებმა ბავშვი ბიძასთან ჩახუტებული ამოიყვანეს“ – ბათუმში ტრაგედიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა
მამა 25 საათი ნანგრევებთან ელოდებოდა – 11 წლის ბიჭი დედასთან ერთად ნანგრევებიდან ამოასვენეს
VIDEO: „ხალხი მოსულია ნანგრევების გათავისუფლებას იხვეწება, ეს კი..“ – ქურდობა ბათუმში უბედური შემთხვევის დროს






















