
ძირითადად, გვყავს საშუალო სიმძიმის პაციენტები და მომავალ დღეებში მეტ გამოჯანმრთელებულს ველოდებით, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„დღესდღესობით, ნამდვილად არის რამდენიმე საყურადღებო პაციენტი, თუმცა, ექიმების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მათთან ლეტალურ შედეგზე საუბარი არ არის. უბრალოდ, ისინი არიან საყურადღებო პაციენტები და მათთან ტარდება ყველა ღონისძიება, რათა გამოსავალი იყოს დადებითი.
ძირითადად, გვყავს საშუალო სიმძიმის პაციენტები და მომავალ დღეებში ველოდებით კიდევ უფრო მეტ გამოჯანმრთელებულ პაციენტს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის159 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 31 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ერთი პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.
- შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს საქართველოში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა.
- ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 159 შემთხვევა გამოვლინდა.
- მათგან, 31 პაციენტი გამოცანმრთელდა.
- 24 საათში გამოვლინდა კანონდარღვევის 706 ფაქტი. გამოიწერა 2 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ჯარიმა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები






















