18:50 | 2021-10-09 ავტორი: Prime Time

სოფელ შავშვებთან ავარიის დროს დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა – ის ქორწილის ესკორტის მანქანაში იმყოფებოდა

სოფელ შავშვებთან ავარიის დროს დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა – ის ქორწილის ესკორტის მანქანაში იმყოფებოდა

სოფელ შავშვებთან, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან ერთ-ერთი, 30 წლამდე მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა.

 

მის მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებდნენ.

 

კლინიკაში რჩება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ორი მოქალაქე.

 

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს მოხდა. სოფელ შავშვებთან მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სადრენაჟო არხის ბორდიურს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 18 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევაში ქორწილის ესკორტის ერთ-ერთი მანქანა მოჰყვა.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

რა ხდებოდა 2 დღით ადრე სახლში, სადაც სარემონტო სამუშაოებს ნგრევა მოჰყვა

მაშველებმა ნანგრევებში დედის და 11 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

„მაშველებმა ბავშვი ბიძასთან ჩახუტებული ამოიყვანეს“ – ბათუმში ტრაგედიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა

მამა 25 საათი ნანგრევებთან ელოდებოდა – 11 წლის ბიჭი დედასთან ერთად ნანგრევებიდან ამოასვენეს

VIDEO: „ხალხი მოსულია ნანგრევების გათავისუფლებას იხვეწება, ეს კი..“ – ქურდობა ბათუმში უბედური შემთხვევის დროს 

ავტორი: Prime Time

X