21:59 | 2021-10-09 ავტორი: Prime Time

ოზურგეთში დედა-შვილი კორონავირუსმა იმსხვერპლა

ოზურგეთში დედა-შვილი კორონავირუსმა იმსხვერპლა

კორონავირუსმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში მცხოვრები დედა-შვილის – ვალენტინა ღლონტის და ირმა ჩხაიძის სიცოცხლე შეიწირა.

 

„ქალბატონი ვალენტინა დაახლოებით 50 წელი ასწავლიდა რუსულ ენას და ლიტერატურას სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლაში, მისი შვილი ირმა ჩხაიძე კი 30 წელია ჩვენი სკოლის პედაგოგი იყო. ის მათემატიკას ასწავლიდა.

 

ქალბატონმა ვალენტინამ შარშან მიიღო გადაწყვეტილება და აღარ არ ასწავლიდა სკოლაში. ირმა კი მოქმედი პედაგოგი იყო. ორივე მათგანი შემიძლია გავიხსენო, როგორც ღირსეული და განათლებული ადამიანები, რომლებსაც თავიანთი საქმე ძლიერ უყვარდათ.

 

დამწუხრებული ვართ და ძალიან განვიცდით მთელი სკოლა მათ დაკარგვას. ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილების ოჯახს,“ – განაცხადა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლის დირექტორმა ამირან თოიძემ.

 

წყარო: „გურია ნიუსი“

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

რა ხდებოდა 2 დღით ადრე სახლში, სადაც სარემონტო სამუშაოებს ნგრევა მოჰყვა

მაშველებმა ნანგრევებში დედის და 11 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

„მაშველებმა ბავშვი ბიძასთან ჩახუტებული ამოიყვანეს“ – ბათუმში ტრაგედიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა

მამა 25 საათი ნანგრევებთან ელოდებოდა – 11 წლის ბიჭი დედასთან ერთად ნანგრევებიდან ამოასვენეს

VIDEO: „ხალხი მოსულია ნანგრევების გათავისუფლებას იხვეწება, ეს კი..“ – ქურდობა ბათუმში უბედური შემთხვევის დროს 

ავტორი: Prime Time

X