23:50 | 2021-10-09 ავტორი: Prime Time

ვინ არის ბიჭი, რომელიც ქორწილის კორტეჟის მანქანით ავარიას ემსხვერპლა

ვინ არის ბიჭი, რომელიც ქორწილის კორტეჟის მანქანით ავარიას ემსხვერპლა

გორი-იგოეთის მონაკვეთზე ქორწილის კორტეჟის ერთ-ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

ერთ-ერთი გარდაცვლილი 27 წლის ფოტოგრაფი მიშო ვანიშვილია, რომლის შესახებაც სამძიმრის წერილს გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო ავრცელებს.

 

„დღეს, ავტოსაგზაო შემთხვევისას, ჩვენი ნიჭიერი, კეთილშობილი და შრომის მოყვარე თანამშრომელი – მიშო ვანიშვილი დაიღუპა. ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარდა თავისი საქმე და გამუდმებით ზრუნავდა პროფესიული თვალსაზრისით განვითარებაზე. ზრუნავდა ოჯახზე, მეგობრებზე და ცდილობდა გვერდში დადგომოდა ყველას, რითაც ხელეწიფებოდა.

 

მისი გარდაცვალებით, ჩვენ გულკეთილი ადამიანი, კარგი მეგობარი და მაღალი დონის პროფესიონალი დავკარგეთ.

 

ვუსამძიმრებთ მიშო ვანიშვილის ოჯახს და ახლობლებს, ამ ძალიან მძიმე და აუნაზღაურებელ დანაკლისს.
დაუმკვიდროს ღმერთმა სასუფეველი ჩვენს მიშოს,“ – აღნიშნულია წერილში.

 

რა ხდებოდა 2 დღით ადრე სახლში, სადაც სარემონტო სამუშაოებს ნგრევა მოჰყვა

 

მაშველებმა ნანგრევებში დედის და 11 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

 

„მაშველებმა ბავშვი ბიძასთან ჩახუტებული ამოიყვანეს“ – ბათუმში ტრაგედიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა

 

მამა 25 საათი ნანგრევებთან ელოდებოდა – 11 წლის ბიჭი დედასთან ერთად ნანგრევებიდან ამოასვენეს

 

VIDEO: „ხალხი მოსულია ნანგრევების გათავისუფლებას იხვეწება, ეს კი..“ – ქურდობა ბათუმში უბედური შემთხვევის დროს 

ავტორი: Prime Time

X