
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, მოქალაქეები დილიდან ე.წ გლოვის კუთხესთან იკრიბებიან, სადაც ყვავილები და სანთლები მიაქვთ.
ისინი გარდაცვლილთა გამო მწუხარებას გამოთქვამენ.
ტრაგედიის ადგილზე უკვე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, რათა დაადგინონ ჩამონგრეული კორპუსის გვერდით მდებარე შენობების მდგრადობა.
ცნობისთვის, 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათგან სამი არასრულწლოვანია. მაშველების მიერ ნანგრევებიდან ამოყვანილი 37 წლის კაცი ამ დრომდე განაგრძობს კლინიკაში მკურნალობას, ექიმის თქმით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.
ასევე დაგაინტერესებთ:






















