11:41 | 2021-10-10 ავტორი:

სამართალდამცველი ბათუმში ე.წ გლოვის კუთხესთან

სამართალდამცველი ბათუმში ე.წ გლოვის კუთხესთან

„ახლა, ამ წუთებში”,- ამ სათაურით ჟურნალისტი, რომელიც ბათუმის ტრაგედიას აშუქებდა, სოციალურ ქსელში სამართალდამცველის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი ბათუმში ტრაგედიის ადგილზე სანთელს ანთებს, რითაც პატივს მიაგებს გარდაცვლილთა სულების ხსოვნას.

 

ჯებირთან, რომელიც სამართალდამცველებმა უსაფრთხოების მიზნით დადგეს, დილიდან იკრიბებიან მოქალაქეები, მათ ე.წ გლოვის კუთხესთან ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ, ანთებენ სანთლებს და გარდაცვლილთა სულებისთვის ლოცულობენ.

 

26 მაისის ქუჩაზე, 8 ოქტომბრის ტრაგედიას სულ 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან სამი არასრულწლოვანია. ამ დრომდე საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას 37 წლის კაცი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს დასტაბილურდა.

 

საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის გამო სულ სამი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური არ გამორიცხავს, რომ მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებელი პირებისა და დაკავებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

ავტორი:

X