18:42 | 2021-10-10 ავტორი: Prime Time

თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უკვე მეხუთე ტალღის დასაწყისია – ივანე ჩხაიძე

თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უკვე მეხუთე ტალღის დასაწყისია – ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე კორონავირუსის მოსალოდნელი მეხუთე ტალღის შესახებ საუბრობს.

 

სკოლაში 2 საათზე ველოდებოდით... ჯერ არ გვჯეროდა, ჯოჯოხეთი იყო - 9 წლის ანასტასიას მასწავლებელი
2021-10-10სკოლაში 2 საათზე ველოდებოდით... ჯერ არ გვჯეროდა, ჯოჯოხეთი იყო - 9 წლის ანასტასიას მასწავლებელი

 

როგორც ივანე ჩხაიძე „რუსთავი 2“-თან საუბრისას ამბობს, თუ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატების ტენდენცია მომდევნო კვირაშიც გაგრძელდა, ეს საქართველოში მეხუთე ტალღის დასაწყისია.

 

„ძალიან საგანგაშოა ეს მატება. ჩვენი პროგნოზით, ეს მატება შესაძლებელია ნოემბერ-დეკემბერში ყოფილიყო მეხუთე ტალღის სახით და ვფიქრობდით, რომ ხელშემწყობი ცივი ამინდები იქნებოდა რესპირაციული ვირუსების გააქტიურების პერიოდი, თუმცა გაცილებით ადრე დაიწყო ამ შემთხვევების მატებამ.

 

შემდეგი კვირა იქნება გადამწყვეტი, თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უკვე მეხუთე ტალღის დასაწყისია,”- აცხადებს ივანე ჩხაიძე.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X