00:47 | 2021-10-11 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„13 ოქტომბრამდე მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ!“ – მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას აფრთხილებს

„13 ოქტომბრამდე მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ!“ – მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას აფრთხილებს

13 ოქტომბრამდე დედამიწა ნეგატიურ ენერგოველშია, ანუ კვირის პირველ ნახევარში ცოტა ყურადღებით უნდა ვიყოთ, მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ, – ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აცხადებს.

 

„ნეგატიური ენერგოველი ნიშნავს, რომ შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემებმა იჩინოს თავი, ურთიერთგაგების შემცირების ფონი საკმაოდ მაღალია, ამიტომ 13 ოქტომბრამდე მნიშვნელოვან საქმეებს ნუ დაგეგმავთ. მოლაპარაკებებს ნუ აწარმოებთ, ჯანმრთელობას გაუფრთხილდით.

 

13-ის შემდგომ, კვირის მეორე ნახევარი საკმაოდ უკეთესია, წარმატებულია. აქ ენერგოტონუსიც გაუმჯობესდება, შესაძლებლობებიც მეტი იქნება, 13-დან შეიძლება დაიგეგმოს და შესრულდეს მნიშვნელოვანი საქმეები“, – ამბობს ცაგარელი.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X