
„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შესახებ საუბრობს. როგორც რურუა ამბობს, რჩევა, რომ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტოს, არასწორია.
„მხარს ვუჭერ მიშა სააკაშვილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს თავის გადაწყვეტილებაში.
მიშას შიმშილობა, თავგანწირვა არა მხოლოდ საქართველოს ისტორიაში შევა, მან შეიძლება ბიძგი მისცეს სხვა ქვეყნებს, ლიდერებს, როგორც ეს მოხდა ვარდების რევოლუციის შემდეგ.
რჩევა რომ შიმშილობა შეწყვიტოს მიშამ, არის არასწორი. ის აკეთებს მოქმედებს ისე, როგორც თვლის საჭიროდ.
შიმშილობის შეწყვეტის თხოვნა ალბათ მხოლოდ მშობლებს აქვთ. არასდროს, არასდროს დანებდე !
თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, პოლიტიკურ პატიმარს, მიშა სააკაშვილს“,- წერს გიორგი რურუა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. მან შიმშილობა პირველივე დღეს დაიწყო. როგორც სააკაშვილის ექიმი ამბობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ პენიტენციურ სამსახურში და ამბობენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ასევე დაგაინტერესებთ:























