
რუსეთში, ალკოჰოლით მასობრივი მოწამვლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 34-მდე გაიზარდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, 24 მოწამლული ადამიანი საავადმყოფოებში მკურნალობს, მათგან 7-ის მდგომარეობა მძიმეა.
ცნობისთვის, წინა კვირაში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის შედეგად მოქალაქეების გარდაცვალების რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.
გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა ალკოჰოლის უკანონო წარმოებისა და რეალიზაციისთვის დღემდე 10 პირი დააკავეს.
პოლიციამ შაბათს 2 000 ბოთლი ალკოჰოლი ამოიღო და განაცხადა, რომ ალკოჰოლში აღმოაჩინეს მეთანოლი, რომელიც ტოქსიკურია.
ასევე დაგაინტერესებთ:






















