10:39 | 2021-10-11 ავტორი: Prime Time

1530 ინფიცირებული და 23 გარდაცვლილი – ეპიდვითარება 11 ოქტომბერს

1530 ინფიცირებული და 23 გარდაცვლილი – ეპიდვითარება 11 ოქტომბერს

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1530 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი, ხოლო 1848 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

 

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 635 583-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 602 372 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 9269 პაციენტი ემსხვერპლა.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

ავტორი: Prime Time

X