
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, დღევანდელი დღე ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისია.
მისივე თქმით, საქართველოში იმუნიზაციის მინიმალური ასაკის შემცირება დადებითი მოვლენაა.
„ეს ეხება მხოლოდ ერთ, „ფაიზერის“ ვაქცინასა და იმ ბავშვებს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა რისკის ჯგუფებს მიუკუთნება. ესენი არიან ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები. ამ ასაკობრივი და ჯანმრთელების მდგომარეობის ბავშვების კატეგორიას, კორონავირუსული ინფექციით დაინფიცირების შემთხვევაში, მდგომარეობის დამძიმებისა და გარდაცვალების მაღალი რისკი აქვს. ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისია“, – აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.
საქართველოში 12-15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დღეიდან იწყება.
ასევე დაგაინტერესებთ:






















