11:07 | 2021-10-11 ავტორი: Prime Time

პროკურორი: ბრალდებულებმა შენიშნეს კედლების მოძრაობა, გამაგრება სცადეს, მერე შენობა დატოვეს

პროკურორი: ბრალდებულებმა შენიშნეს კედლების მოძრაობა, გამაგრება სცადეს, მერე შენობა დატოვეს

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის გამო დაკავებული 3 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. მოსამართლემ გადაწყვეტილება ერთ-ერთი ბინის მეპატრონისა და ორი მუშის მიმართ უნდა მიიღოს.

დაცვის მხარის პოზიციაა, რომ საქმეში არ არსებობს ექსპერტის დასკვნა, რითაც დადგინდება, რომ ბრალდებულ ზაურ ბუდაგოვის საცხოვრებელ ფართში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები გახდა ნგრევის მიზეზი.

რა შემთხვევაში დადგება რეგულაციების გამკაცრების საკითხი - ამირან გამყრელიძის განმარტება
2021-10-11რა შემთხვევაში დადგება რეგულაციების გამკაცრების საკითხი - ამირან გამყრელიძის განმარტება

 

“საქმეში არ არსებობს ექსპერტის დასკვნა, რომლითაც დადგინდებოდა, რომ ამ სახლის ნგრევის მიზეზი იყო უშუალოდ ბრალდებულის, ზაურ ბუდაგოვის საცხოვრებელ ფართში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები.

 

სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა პირველ სართულზე არსებულ საცხოვრებელ ფართში, შიდა კედლების დემონტაჟი მიმდინარეობდა. ეს კედლები მზიდი იყო თუ არ იყო, ვერანაირი მოწმის ჩვენებით ვერ დადგინდება. ეს მხოლოდ და მხოლოდ უნდა შეისწავლოს ექსპერტმა, რომელსაც თვალწინ ენება ამ საცხოვრებელის სახლის პროექტი, რომელიც მოიშალა იმ საცხოვრებელ ფართში, იყო თუ არა მზიდი,” – განაცხადა ზაურ ბუდაგოვის ადვოკატმა, რამინ პაპიძემ.

 

ბრალდების მხარე დაკავებულების პატიმრობას მოითხოვს. პროკურატურა საქმეში უკვე არსებულ მასალებს ეყრდნობა.

“მოშალეს ხსენებულ საცხოვრებელ სახლში, როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კედლები. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობდა შესაბამისი საინჟინრო უსაფრთხოების მცოდნე ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობის გარეშე. აღნიშნულმა გამოიწვია ხსენებული საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობისა და სიმტკიცის რღვევა.

 

დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გამოკითხულია ექსპერტები, ინჟინრები, რომლებიც საუბრობენ მომხდარი ფაქტის მიზეზების შესახებ,” – განაცხადა პროკურორმა, ალექსანდრე ძირკვაძემ.

განცხადებაც გავაკეთე, კლავენ კაცს და ჩქარა ვიმოქმედოთ-თქო.. ცრუს სხვაც ცრუ ჰგონია - თაკო ჩარკვიანი
2021-10-11განცხადებაც გავაკეთე, კლავენ კაცს და ჩქარა ვიმოქმედოთ-თქო.. ცრუს სხვაც ცრუ ჰგონია - თაკო ჩარკვიანი

 

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანია გარდაცვლილი. შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, მშენებლები ვარაუდობენ, რომ კორპუსის ნაწილი, შესაძლოა, კიდევ ჩამოიშალოს.

 

მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 10 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 2 ცოცხალი, თუმცა ქალი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია.

 

უფრო ადრე მაშველებმა ნანგრევებიდან ორი მცირეწლოვანი ცოცხლად გამოყვანა შეძლეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. უწყებამ გამოძიებით დაადგინა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

 

ბათუმში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X