
შეიძლება თამაში არ წაგივიდეს, მაგრამ საქართველოს ნაკრებში ჟინიც არ იგრძნობოდა, – ამის შესახებ ვეტერანმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ განაცხადა.
„ნაკრების თამაშები ჩემთვის ძალიან რთული შესაფასებელია, რადგან უნდა იცოდე ზუსტად, ნაკრებში რა პროცესები მიმდინარეობს. ამიტომ მე მხოლოდ ზოგადი შეფასებით შემოვიფარგლები. ფაქტია, ჩვენ რომ გვინდა, ისე ვერაა საქმე და ბოლო შეხვედრებში ჩვენს თამაშებს დადებითად ვერ შევაფასებ. ჩემთვის ნაკრებში ასეთი გამოსვლის ნახვა მტკივნეული იყო.
ბათუმში მომხდარმა დიდმა ტრაგედიამ ყველა ფეხბურთელზე უარყოფითად რომ იმოქმედა, ეს გასაგებია. მაგრამ მათგან სწორედ ამის გამო უფრო მეტ თავდადებას ველოდი. შეიძლება თამაში არ წაგივიდეს, მაგრამ ჟინი უნდა აჩვენო. სამწუხაროა, რომ ესეც არ იგრძნობოდა“, – განაცხადა კორღალიძემ საქართველოს პირველმა არხთან.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები ბათუმში ცარიელი ტრიბუნების წინაშე საბერძნეთთან 0:2 დამარცხდა.
ასევე დაგაინტერესებთ:























