15:21 | 2021-10-11 ავტორი: Prime Time

კაცს, რომელმაც ბათუმში მეუღლე და 2 შვილი დაკარგა, ბინას გადასცემენ

კაცს, რომელმაც ბათუმში მეუღლე და 2 შვილი დაკარგა, ბინას გადასცემენ

„ვისოლ ჯგუფი“ უსამძიმრებს ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს და რამაზ დავლაძეს და მის ვაჟს ბინას გადასცემს.

ძნელია სიტყვებით გადმოვცე ის განცდა, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს - ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმის ტრაგედიაზე
2021-10-11ძნელია სიტყვებით გადმოვცე ის განცდა, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს - ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმის ტრაგედიაზე

 

„ჩვენ მთელი გულით ვუსამძიმრებთ დაზარალებულ ოჯახებს. ეს ამბავი მთელი ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა და გვესმის, რომ ვერაფრით ვერ შევუმსუბუქებთ მათ ამ უმძიმეს მდგომარეობას. ჩვენ უბრალოდ ამ გზით შევეცადეთ მცირედი მხარდაჭერა გაგვეწია მათთვის და თანაგრძნობა გამოგვეხატა“,- აცხადებენ „ვისოლ ჯგუფში“.

 

კორპუსის იმ სადარბაზოში, რომელიც ჩამოინგრა, 15-მდე ოჯახი ცხოვრობდა. საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი, მათგან 3 ბავშვი.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X